
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან აქციებზე 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
TI-ის ცნობით, ადმინისტრაციული წესით - 430 ადამიანი დაკავებული, სისხლის სამართლის ბრალდებით - 31.
"300-ზე მეტი არის ნაცემი/წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა. დაშავდა, დააკავეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს. დაკავებულთა შორის 10 უცხოელია. დასჯილი პოლიციელი - 0", - წერია TI-ის ინფორმაციაში.