"ფონდში 175-მა ადამიანმა უკვე ჩარიცხა თანხა - სურვილი გვაქვს, ბევრ ადამიანს, ძალიან სწრაფად დავეხმაროთ" | ნიკა გილაური

გამოქვეყნდა:

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური, რომელმაც პროევროპულ აქციაზე დაშავებულებისთვის ფონდი შექმნა და 100 000 ლარი ჩარიცხა, ამბობს, რომ ფონდში თანხა უკვე 175-მა ადამიანმა შეიტანა.

როგორც გილაურმა "მთავარი არხის" ეთერში აღნიშნა, ფონდი 6-ზე მეტ ბენეფიციარს უკვე დაეხმარა. მისივე განმარტებით, შეგროვილი თანხით ფონდი დაეხმარა როგორც პროევროპულ აქციაზე დაშავებულებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურს პოლიტიკური მიზეზით დაკარგავენ.

"ფონდი უკვე ჩამოყალიბებულია. ძალიან სწრაფ რეჟიმში გავაკეთეთ ეს ყველაფერი და პრინციპში უკვე ფუნქციონირებს კიდეც. პირველი ბენეფიციარები გვყავს უკვე. 6-ზე მეტი ადამიანი დავაფინანსეთ ამ დღეების განმავლობაში. 175-მა ადამიანმა შემოიტანა დამატებით თანხა ამ ფონდში. ფუნქციონირება დაწყებულია. ვიღებთ სხვადასხვა ტიპის განაცხადებს.

ფონდს აქვს რამდენიმე მთავარი მიზანი: დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც არიან დაზარალებულები, ნაცემი და საავადმყოფოში ვინც წვანან; ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო ეხმარება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არ ეხმარება სახელმწიფო და მათ გვინდა დავეხმაროთ. გვინდა დავეხმაროთ მათ ოჯახებს. თუ მათ რაიმე შემოსავალი დააკლდათ ამ პერიოდში ან დააკლდებათ, გვინდა მათ დავეხმაროთ, მაგრამ ასევე საჯარო მოხელეებს - მათ, ვისაც გაათავისუფლებენ პოლიტიკური მიზეზით, გვინდა გარკვეული კომპენსაცია გადავუხადოთ ამ ფონდიდან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ 2-3 დღეში ფონდში დამატებითი თანხები შემოიტანა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ბევრ ადამიანს, ძალიან სწრაფად დავეხმაროთ", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი