ტალინში, ემიგრანტებმა საქართველოს ელჩის ფოტოები გააკრეს - წარწერით "იძებნება"

გამოქვეყნდა:

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ქართველმა ემიგრანტებმა ელჩი, ზურაბ ხამაშურიძე "ძებნაში გამოაცხადეს". კერძოდ, ემიგრანტებმა ქალაქში ელჩის ფოტოები გააკრეს - წარწერით "იძებნება".

ისინი ამბობენ, რომ საქართველოშ მიმდინარე მოვლენებთან ელჩმა პოზიცია არ დააფიქსირა და არც ემიგრანტებს ხვდება. 

"საქართველოს ხელისუფლება სცემს, აპატიმრებს და სასტიკად თრგუნავს პროდემოკრატიულ მომიტინგეებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ელჩმა დუმილმა არჩია. ჩვენ, ქართველებმა, არაერთხელ მივმართეთ, ვითხოვეთ დიალოგი, ვეძებდით პასუხებს, მაგრამ ჩვენი შეშფოთების ნაცვლად, ელჩი მიიმალა - თავი აარიდა შეხვედრებს, ზარებს უგულებელყოფს. მოვუწოდებთ ელჩს შეასრულოს თავისი მოვალეობა: ისაუბროს, შეგხვდეს და პასუხი გაგვცეს. ეს დუმილი არ არის ნეიტრალიტეტი. ეს არის თანამონაწილეობა", - აცხადებენ ემიგრანტები.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი