
ჩხოროწყუში პედაგოგებმა აქცია გამართეს. მასწავლებლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და ქვეყანაში არსებული ვითარება გააპროტესტეს.
მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა. ასევე, მათ აქციებზე დარბევის დროს სასტიკად ნაცემ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
პედაგოგები საპროტესტო აქციაზე, დღეს საღამოს, კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
ავტორი: ემა გოგოხია