"ოცნების" არალეგიტიმური დეპუტატი აქციებზე ლაზერების აკრძალვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", არჩილ გორდულაძე აქციებზე ლაზერის გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

გორდულაძე ფიქრობს, რომ პროტესტის დროს გამოყენებული ლაზერები ოლიგარქის პოლიციას ხელს უშლის. 

"პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად გამოიყენება ლაზერები, სანათები შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია. ხშირად ეს ლაზერები გამოყენებულია იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამავდროულად, შესაძლებლობა ნაკლები აქვთ მოხელე სამართალდამცავებს, რომ თავიანთ საქმიანობა განახორციელონ, მაშინ როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს", - განაცხადა გორდულაძემ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი