"რეორგანიზაცია კავშირში არაა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან" | კალაძე თანამშრომლების რეპრესიებზე

გამოქვეყნდა:

"მინდა, შევეხო დედაქალაქის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის საკითხს. მოვისმინეთ ბევრი არასწორი შეფასება პოლიტიკურ ჭრილში. თუ ადამიანი აიღებს და ნახავს თარიღს, როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, აშკარად დარწმუნდება, რომ ეს არანაირ კავშირში არაა იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეებში ხდება. გაცილებით ადრე გამოცხადდა რეორგანიზაცია. ბოლოს 2017 წელს განვახორციელეთ რეორგანიზაცია-სამსახურების ოპტიმიზაცია. შესაბამისად, ახლაც დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა, გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც უნდა აისახებოდეს დედაქალაქზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე. მოვისმინეთ ბევრი შეფასება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის, მანამდე გვქონდა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტის მერიაში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება"

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი