
"ბიბლუსის ჯგუფი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, "ბიბლუსი ჯგუფი" აუქმებს საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიგვაჩნია საზეიმო ღონისძიების ჩატარება," - წერია კომპანიის განცხადებაში.