სუს-ის უფროსის მოადგილე და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი | მეცნიერებათა აკადემია ახალ აკადემიკოსებს ამტკიცებს

გამოქვეყნდა:

მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება ახალ 30 წევრ-კორესპონდენტს და რამდენიმე აკადემიკოსს ამტკიცებს. სხდომაზე მხარი დაუჭირეს სამ კანდიდატს, რომლებიც არიან: რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი  გიორგი სოსიაშვილი, სუს-ის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაური და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის სიმამრი ანზორ აბრალავა. 

აკადემიკოსთა ნაწილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ გიორგი სოსიაშილის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და რომ სცოდნოდათ რომ ის რუსული კანონის ხელმომწერია მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდნენ. 

"არა [რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი რომ არის არ ვიცოდი], ეგ რომ მცოდნოდა რასაკვირველია მაშინ არ მივცემდი ხმას. არ მივცემდი, როგორ შეიძლება რუსული [კანონის] მხარდამჭერს ხმა მისცე," - განაცხადა აკადემიკოსმა. 

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი