მაკრონის ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ, "ოცნება" დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა "მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი"

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ, ოლიგარქის პარტია პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან ბიძინა ივანიშვილის საუბრის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

ოლიგარქის გუნდში ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა "მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი".

"საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება.

რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს", - წერია ოცნების პროპაგანდისტულ განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი