აქცია განათლების სამინისტროსთან | სტუდენტებმა "ოცნების" წევრების დიპლომები მიიტანეს, რომლებიც რუსულ ენაზე იყო დაბეჭდილი და დაწვეს

გამოქვეყნდა:

განათლების სამინისტროსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ოცნების რეპრესიულ ქმედებებს აპროტესტებენ. გარდა ამისა, შეკრებილი ახალგაზრდები ითხოვენ უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ამბობენ, რომ არ აღიარებენ გაყალბებული არჩევნების შედეგებს.

"არა რუსულ დიპლომებს" - ამ შინაარსის ბანერებით სტუდენტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება სისტემას ისე ცვლის, რომ რუსულს ამსგავსებს და საფრთხე ექმნება ქართულ დიპლომებს, მაშინ როცა, ქართველი ახალგაზრდების მიზანი ევროპული განათლებაა. შეკრებილები მოითხოვენ, დაუბრუნდეს სახელმწიფო ევროპულ კურსს.

განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე "ქართული ოცნების" წევრების დიპლომები მიიტანეს, რომლებიც რუსულ ენაზე იყო ამობეჭდილი და  დაწვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი