
კინოაკადემია მსახიობებისა და რეჟისორების მოთხოვნას დათანხმდა - ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება ღია წერილი, რომელსაც 250-მდე ხელმომწერი ჰყავს და რომლითაც დაგმობილია ძალადობრივი მოვლენები და მოთხოვნილია უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება.
შეხვედრა კინოაკადემიაში დაახლოებით 1 საათი მიმდინარეობდა და როგორც მისი დასრულების შემდეგ, ხელოვანებმა აღნიშნეს, გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.
მოთხოვნა წერილის გამოქვეყნების თაობაზე კინოაკადემიაში გუშინ შევიდა, თუმცა ბორდმა დადებითი გადაწყვეტილება დღეს მიიღო.