დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა | შუქი დღეში ორჯერ, 1 საათითა და 24 წუთით ჩაირთვება

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ რეგიონში ენგურჰესის ერთადერთი ელექტროსადგური გათიშეს.

კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მზადდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი.

მოგვიანებით კომპანიამ გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმად, აბონენტებს შუქს 07:00 საათიდან 21:00-მდე მონაკვეთში დღეში მხოლოდ ორჯერ ჩაურთავენ - 1 საათითა და 24 წუთით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი