საჯარო მოხელეების აქცია რესპუბლიკის მოედანზე | იგეგმება მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკის მოედანზე ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები იკრიბებიან. ისინი რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას გეგმავენ, სადაც მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. საჯარო მოხელეები ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევასა და არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც ევროინტეგრაცია შეაჩერა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერთგული არიან კონსტიტუციის 78-ე მუხლის და სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის მიერ ძალადობრივად და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს. მოითხოვენ შეწყდეს ძალადობა საპოლიციო ძალების მხრიდან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი