
საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმშიც - მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილები. მოთხოვნები უცვლელია - ახალი არჩევნები, მოქალაქეები წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა და დაკავებულების გათავისუფლება. ისინი სოლიდარობას უცხადებენ პროფესორ მამუკა ჯორბენაძესა და 4 სტუდენტს, რომლებსაც ოლიგარქის სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას დღევანდელი განცხადების შემდეგ, მხარდაჭერას უცხადებენ "მთავარ არხს".
ავტორი: თეა ვაშალომიძე