"მივმართავ ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ფართო საზოგადოებას! გთხოვთ შექმნათ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა ცხელი ხაზი. მსხვერპლთა უმრავლესობას აღენიშნება მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ბევრი ისეთ მდგომარეობაშია, ვერც საუბრობენ განცდილი ძალადობის შესახებ. ადვოკატები და უფლებადამცველები ამას მარტო ვერ მოვერევით, უფასო იურიდიული დახმარების გარდა საჭიროა დაუყოვნებლივი უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც!"
წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია.