ხალხი დგას და იდგება!... ამ დგომაზე ძლიერ და რეჟიმისთვის საშიშ სიმბოლოს ვერ მოიფიქრებთ! | დათა თავაძე 

გამოქვეყნდა:

"ხალხს ვეღარ იტევს რუსთაველი! 
ხალხი დგას და იდგება! 
აი, ეს ჯიუტი დგომაა, რაც დაბზარავს კედლებს და თავისუფლებაში გავიჭრებით! 
ამ დგომაზე ძლიერ და რეჟიმისთვის საშიშ სიმბოლოს ვერ მოიფიქრებთ! 
აქ არ იქნება და არც უნდა იყოს არავითარი “პერფორმანსი” / არავითარი სიტყვით გამოსვლა / არავითარი პოლემიკა / არავითარი “ივენთები” - თავად ეს დგომაა ყველაზე დიდი სიმბოლო და ყველაზე დიდი მანიფესტი! 
მშვიდი, ჯიუტი დგომა, 
ვიდრე ყველა არ მიხვდება, 
ვიდრე ყველა არ დაინახავს, 
ვიდრე ყველა არ დადგება! 
მალე დაინახავთ ბზარებს! 
გაიგონებთ ლეწვის ხმას! 
მალე იგრძნობთ სუფთა ჰაერს ამ ბზარებიდან და დაინახავთ ხვალინდელი დღის სხივებს! 
უნდა ვიდგეთ!!! 
ბოლომდე ვიდგეთ!!! 
ბოლომდე გავუძლოთ!!!"

- წერს რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი