"ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს" | დუტა სხირტლაძე

გამოქვეყნდა:

მსახიობი დუტა სხირტლაძე 18 წლის სამოქალაქო აქტივისტს, სანდრო ქინქლაძის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ახალგაზრდების მხარდამჭერს პოსტს აქვეყნებს: 

"ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!!  გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც).. პატარა გოგო-ბიჭებს... ჟურნალისტებს, ოპერატორებს... ქვეყანა ამათია. შვილებისაა... ვიღაცეები "ბანდერლოგებს" უწოდებენ.. აი ამათ... ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას... თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ... ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი... ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს" წერს დუტა სხირტლაძე და სანქდრო ქინქლაძის ფოტოს აზიარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო ქინქლაძეს 9 დეკემბერს 12 დღით თავისუფლება აღუკვეთა. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სანდრო ქინქლაძე ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს. ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი