საფრანგეთის ქალაქ ლა - როშელის მთავარ მოედანზე ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. ემიგრანტები ამბობენ, რომ არ აღიარებენ ივანიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, არალეგიტიმურ მთავრობასა და ემხრობიან საქართველოს ევროპული კურსს.
საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა დაგმეს თბილისში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა.