მოქალაქეს, რომელიც ოლიგარქის შსს-მ კამერების დაზიანებას ბრალდებით დააკავა, 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გამოქვეყნდა:

მოქალაქეს, რომელიც ოლიგარქის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამერების დაზიანებას ბრალდებით დააკავა, 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიებით მტკიცებით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 1998 წელს დაბადებული გ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს", - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი