ევროკავშირი დგას თავისუფლების, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების მხარეს და მიგვაჩნია, რომ თავისუფალი მედია არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი დემოკრატიისთვის და საქართველომ, თუ მას სურს გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, უნდა პატივი სცეს ამავე ფასეულობებს. ჩვენ პატივს ვცემთ მოსაზრებების მრავალფეროვნებას, ხალხის მიერ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმას და სწორედ ამიტომ, ის, რასაც ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენ გვესმის ქართველი ხალხის ხმა, გვესმის, რომ მათ სურთ უკეთესი მომავალი საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის და ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით.
განადაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა: "ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით".