"ჯიპიაი ჰოლდინგის" თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

გამოქვეყნდა:

"ჯიპიაი ჰოლდინგის" თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა.

როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სალი ბაქრაძემ "მთავარი არხის" ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, საპროტესტო აქციაზე სხვა კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

"ჯიპიას" თანამშრომლები შევუერთდით საყოველთაო აქციას და ყოველდღე, 2 საათის განმავლობაში გავიფიცებით. დღესაც გავიფიცეთ, ვმართავთ აქციას. აქ არიან სხვა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც. ხვალ გვექნება მსვლელობა, რის მერეც მთავარ აქციას შევუერთდებით. ხვალ 17:00-დან გვაქვს დაგეგმილი მსვლელობა", - განაცხადა ბაქრაძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი