"საქართველოს ადგილი ევროპაშია" | IT სფეროს წარმომადგენლები მსველობას მართავენ

გამოქვეყნდა:

IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავენ - მათი ნაწილი ჯერ პარლამენტის შენობამდე მივიდა, ახლა კი გმირთა მოედანზე არიან.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც. ისინი სკანდირებენ: "საქართველო!"; "საქართველოს გაუმარჯოს!".

პროგრამისტები, დეველოპერები და IT-ში დასაქმებული სხვა ადამიანები 2 დღის განმავლობაში გაფიცულები იქნებიან. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ პოლიტპატიმრებსაც და საპროტესტო გამოსვლებზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი