HR პროფესიონალები, ტრენერები, PR სპეციალისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ხვალ აქცია-მსვლელობებს გამართავენ

გამოქვეყნდა:

პარასკევს 13 დეკემბერს, HR პროფესიონალები და ტრენერები, 13:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ

"ჩვენ ვგმობთ ძალადობას, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ხორციელდება მშვიდობიანი დემონსტრატების მიმართ და  მიგვაჩნია, რომ ორგანიზაციების განვითარებისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისათვის ევროპული სტანდარტების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვერ ვხედავთ მომავალს, სადაც საქართველო არ არის ევროპის ნაწილი და გვსურს, რომ ასეთი მომავალი ჩვენივე ხელით შევქმნათ. შემოგვიგვიერთდით, ერთად მოვითხოვოთ ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია!" აცხადებენ HR პროფესიონალები და ტრენერები

აქცია დააანონსეს PR სპეციალისტებმა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც. 13 დეკემბერს,14:30 საათზე ისინი  ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან მსვლელობას გამართავენ პარლამენტის მიმართულებით.

საღამოს 20 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან მარშს გამართავენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან ფსიქოლოგები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი