არსებული ინფორმაციით, ვატო ბჟალავა დიღმის სამმართველოში გადაჰყავთ

გამოქვეყნდა:

 "რონდელის ფონდის" მკვლევარს, ვატო ბჟალავას, არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბჟალავა დიღმის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, ვატო ბჟალავა აბაშიძის ქუჩიდან იმ დროს გაიტაცეს, როცა ის ძაღლს ასეირნებდა. ძაღლი კი ივანიშვილის პოლიციამ ხეზე მიბმული დატოვა. მას შემდეგ, რაც ბჟალავამ სახლში ასვლა დააგვიანა და ტელეფონზეც არ პასუხობდა, მოსაძებნად მისი ძმა გავიდა. სწორედ მან აღმოაჩინა ხეზე მიბმული ძაღლი, იქვე მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა კი უთხრეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა წაიყვანეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი