საპროტესტო აქციების დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად ახალი სოციალური ქსელი, MNT შეიქმნა. ამის შესახებ აპლიკაციის შემქმნელი ნიკა შელია Linkdin-ზე წერს.
MNT პლატფორმაზე პოსტის ან ვიდეოს ატვირთვა მხოლოდ კონკრეტული ლოკაციიდან მობილურით შეიძლება, რაც საშუალებას იძლევა ბოტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გაიფილტროს.
"გამარჯობა მეგობრებო! შეიქმნა ქართული სოციალური ქსელი რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს, აქციაზე, პარლამენტთან ან სხვა ლოკაციებზე მომხდარ მოვლენებზე მიიღონ გაუფილტრავი ინფორმაცია, პირდაპირ მოქალაქეებისგან და არა მედია საშუალებებისგან, რომლებიც წლების მანძილზე აშუქებენ დეზინფორმაციას და რუსულ ნარატივს.
პოსტის ან ვიდეოს ატვირთვა აპლიკაციაში მხოლოდ შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციაზე, მხოლოდ მობილურით. ამით გაიფილტრება ის რუსული/ჩინური ბოტები რომლებიც სხვადასხვა ძალებით ცდილობენ Facebook, TikTok ზე ან X ზე დეზინფორმაციული კამპანიის გავრცელებას ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე. აპლიკაციის კოდი არის სრულიად ღია და ყველას შეუძლია კონტრიბუცია! მადლობა," - წერს ნიკა შელია.
აპლიკაციის კოდის ნახვა შესაძლებელია Github-ზე.