წლების განმავლობაში მოსწავლეებს ვასწავლიდი, რომ მონობის ერთადერთი დასასრული არის ჯანყი, როცა ეს სჭირდება სამშობლოს | კვიტაიშვილი მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლოში, დღეს ადმინისტრაციულ დარღვევებში ბრალდებული პირების პროცესები გაიმართა. 11 პირის საქმიდან ნაწილი 17 ნოემბრის ჭავჭავაძის გზის გადაკეტვას შეეხებოდა, ნაწილი კი 10 ნოემბერს. 

პროცესის მიმდინარეობისას ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს, სადაც კონკრეტული პირების მხრიდან რაიმე კანონდარღვევა არ დასტურდება. შსს გზის გადაკეტვას ედავებოდა ისეთ ადამიანს, რომელიც აქციაზე საერთოდ არ ყოფილა და რუსთავისკენ მიმავალ ტრანსპორტს ელოდებოდა. 

აღნიშნულ საქმეზე კანონდარღვევას ედავებიან "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრ ნინო კვიტაიშვილსაც.

"სიმართლე გითხრათ, ადმინისტრაციული სახდელი ცოტაა ჩემთვის. ალბათ უფრო ადრე უნდა დავეკავებინე ხელისუფლებას იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მე მოსწავლეებს ვასწავლიდი, რომ მონობის ერთადერთი დასასრული არის ჯანყი და დიახ, ყველა მოქალაქე უნდა აჯანყდეს, როცა ეს სჭირდება სამშობლოს. დიახ, თქვენც ჩვენს გვერდით უნდა იდგეთ. 

სავარაუდოდ იმსჯელებს სასამართლო ჯარიმასა და გაფრთხილებას შორის. ჯარიმას მე ჩემი ნებით არ გადავიხდი და ვიცი ანგარიშიდან წაიღებენ და ამოიღებენ ჯიბიდან ისევე, როგორც მომპარეს ხმა არჩევნებზე. რაც შეეხება გაფრთხილებას, ყველას ვინც სამართალს უნდა ემსახურებოდეს იქეთ გაფრთხილებთ მე და ის მოქალაქეები ვინც ქუჩაში იკრიბებიან, დაიცავით კანონი და სამართალი," - განაცხადა სასამართლო პროცესზე "კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა ნინო კვიტაიშვილმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი