20 წლის ახალგაზრდამ, ლუკა ბარდაველიძემ სასამართლოს სხდომაზე დღეს საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა და თქვა, რომ გომელაურის შსს-ს თანამშრომლები მას სექსუალური ძალადობითა და ემუქრებოდნენ.
მეტროსთან ველოდებოდი შეყვარებულს, ნიღბიანები გამოიწივნენ ჩემკენ, გავიქეცი, შემდეგ შუა გზაში გავჩერდი, მანქანით მთელი სისწრაფით მოდიოდნენ და ლამის დამარტყეს. მესმოდა, გაიტანეთ, მოკალითო. რომ დამიჭირეს, იმ პიროვნებამ სახეში მუხლი მირტყა, გავხდი ცუდად, ვეხვეწებოდი, ვერ ვსუნთქავთქო, არ აინტერესებდათ. მეუბნებოდნენ, ჩაისვარე, სუნი აგდისო. მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, მოკვლით... ვერ ვსუნთქავდი ქალბატონო მოსამართლე და ვთხოვდი, ჰაერი მაინც ჩამასუნთქინეთ-თქო. კარი ვინც გააღო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ოჯახს, მერე ისევ მირტყეს. მერე მითხრეს, გაგაშიშვლებთ, გადაგიღებთ და გაგაუპატიურებთო" - უთხრა მოსამართლეს 20 წლის ახალგაზრდამ.
ლუკა ბარდაველიძე 4 დეკემბერს, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ, მაშინ დააკავეს, როცა აქცია უკვე დაშლილი იყო.
ივანიშვილის სასამართლომ ბარდაველიძე სამართალდამრღვევად გამოაცხადა.