საყოველთაო პროტესტის დღე | დაგეგმილი აქციებისა და მსვლელობების ჩამონათვალი და გრაფიკი

გამოქვეყნდა:

დღეს, 13 დეკემბერს, უწყვეტი პროტესტის მე-16-ე დღეს, დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი. სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები, აქცია-მსვლელობებს აანონსებენ.

ჩამონათვალი ასეთია:

  • 11 საათი - რესპუბლიკის მოედანი - IT/TECH კომუნის მარში 
  • 12 საათი - სტარტაპერების შეკრება GITA-სთან
  • 13 საათი - რესპუბლიკის მოედანი - ფინანსური სფეროს წარმომადგენლების მარში;
  • 13 საათი - რესპუბლიკის მოედანი - HR პროფესიონალები და ტრენერები;
  • 13 საათი - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი - სტუდენტების აქცია;
  • 14 საათი - არქივის შენობა - გაფიცული ხელოვანების მსვლელობა EU-ს ქვეყნების საელჩოებისკენ;
  • 14 საათი - ვაკის პარკი - დიზაინერები საქართველოსთვის;
  • 14 საათი - მუსიკის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი;
  • 14 საათი - თბილისის მერია - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპროტესტო აქცია; 
  • 14:30 საათი - ვაკის პარკი - PR სპეციალისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები;
  • 17 საათი - უზენაესი სასამართლო - ადვოკატების, იურისტების, იურიდიული ფირმების ასოციაციების პროტესტი;
  • 17 საათი - ეკონომიკის სამინისტრო - ღვინის კომუნის პროტესტი;
  • 17 საათი - თსსუ-ს ეზო - სამედიცინო საზოგადოება [ექიმები, სტუდენტები, ლექტორები]
  • 18 საათი - მარჯანიშვილის მეტრო - ემიგრანტები და მათი ოჯახები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ;
  • 19 საათი - მარჯანიშვილის მოედანი - ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლების მსვლელობა პარლამენტისკენ;
  • 19:30 საათი - თსუ-ს მეექვსე კორპუსი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორებისა და სტუდენტების საპროტესტო მარში
  • 20 საათი - რესპუბლიკის მოედანი -ფსიქოლოგების მარში;

                                         19 საათზე, აქცია პარლამენტთან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი