გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 

"ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-ჭალოვანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი