ივანიშვილის ინტერესებით მოქმედი ოქუაშვილი | ოლიგარქიული რეჟიმის მორიგი თავდასხმა "მთავარ არხზე"

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიული რეჟიმის კიდევ ერთი თავდასხმა "მთავარ არხზე". კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელი, ბიზნესმენი, რომელიც არაერთხელ იყო ბრალდებული თაღლითობაში, ზაზა ოქუაშვილი ქართული კრიტიკული მედიის ყველაზე რეიტინგულ და გავლენიან, საკუთარ მედიას უპირისპირდება. რამდენიმე თვიანი საბოტაჟისა და კონფრონტაციის გაღრმავების შემდეგ ოქუაშვილის მიერ არხის ერთ-ერთ დირექტორად დანიშნულმა გოგი ქურდაძემ საბოლოოდ გააჩერა ყველა საფინანსო ოპერაცია - რაც მთავარ არხს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს.  მენეჯმენტის არაერთ მცდელობას მოგვარებულიყო უთანხმოება, შედეგი არ მოყვა და საბოლოოდ არხმა გაახმაურა ინფორმაცია შიდა დაპირისპირების შესახებ. დღეს ოქუაშვილმაც და არხის სხვა დამფუძნებლებმაც კონკრეტული განმარტებები გააკეთეს მიმდინარე პროცესებზე.

მთავარ არხზე შექმნილ კრიზისულ ვითარებას მარნეულის იზოლატორიდან  ტელეკომპანიის ყოფილი თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის თქმით, ტელეკომპანიის ბედით დაშანტაჟება ზაზა ოქუაშვილმა სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც გვარამიამ ტელეკომპანიის დატოვებისა და პოლიტიკაშიწასვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ოქუაშვილი გვარამიას ტელევიზიიდან წასვლას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ კომპანიაში თანაბარი უფლებამოსილების მქონე დირექტორად მისი ნდობით აღჭურვილი პირი გოგი ქურდაძე დაინიშნებოდა.  ნიკა გვარამიას თქმით, ზაზა ოქუაშვილი მისი მეუღლისთვის ნატო ჩხეიძისთვის ყოველთვიურად 15 000 ლარამდე თანხის გადახდას ითხოვდა, თავად ჩხეიძე კი პარტიული სიის ოცეულში ადგილებისთვის იბრძოდა. მას შემდეგ რაც ამ შანტაჟზე უარი მიიღეს, არხზე  ხელოვნური პრობლემების შექმნა დაიწყო.

უკვე 2 თვეა ზაზა ოქუაშვილის დავალებების შემსრულებელი გოგი ქურდაძე კომპანიის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ყველა ფინანსურ ოპერაციისა და კონტრაქტებს ბლოკავს. მთავარი არხის იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, ოქუაშვილი-ქურდაძის ქმედებების შედეგად არხი დახურვის პირასაა. თავად ზაზა ოქუაშვილი კი გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას ცილისწამებაში ადანაშაულებს და საპასუხო ბრალდებებზე საუბრობს.

მთავარი არხი მუშაობას აგრძელებს მანამ, სანამ ამის საშუალება ფიზიკურად გვექნება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი