ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე დღეს "მთავარ არხზე" იმყოფებოდა. დასავლელი პოლიტიკოსი მთავარი არხის გუნდს შეხვდა და კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა კრიტიკულ მედიას, რომლის მდგომარეობაც ოლიგარქიული რეჟიმის რეპრესიების პირობებში კიდევ უფრო დამძიმებულია. ევროპარლამენტარი ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი სტუმრობა მხარდაჭერაა იმ გუნდისთვის რომელიც იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის:
"რა თქმა უნდა, ყველა დიქტატორს ეშინია თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის და ბიძინა ივანიშვილიც არ არის გამონაკლისი. ის ცდილობს ახლა მთელი თავისუფალი მდია მიიტაცოს. ეს ახალი არ არის. პუტინმაც ზუსტად ასეთივე ნაბიჯებით დაიწყო, ისევე როგორც ლუკაშენკომ.
ყველა დიქტატორს სძულს თავისუფალი სიტყვა. ასე რომ, ჩემი აზრით, სწორედ ამ რეჟიმის მიზანია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არ იყოს. მე აქ ვარ, რომ გამოვხატო სოლიდარობა თქვენს მიმართ, ასევე ევროპარლამენტის სოლიდარობა და ჩვენ შევეცდებით, რომ ევროკომისია და სხვა ინსტიტუტები ვაიძულოთ, რომ არ დახუჭონ თვალები იმაზე, რაც აქ ხდება.
ევროკავშირში ყველას ესმის, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ არის ცალკეული ინციდენტი, არამედ ეს არის რეგიონული პრობლემა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რა ხდება მოლდოვაში და ევროკავშირის წევრ რუმინეთშიც კი, სადაც რუსეთმა სცადა ჩარევა არჩევნებში. ავტოკრატები იბრძვიან დემოკრატიის წინააღმდეგ და ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ახალი აქ არაფერია. ასე რომ, თქვენ მარტო არა ხართ." ამბობს ევროპარლამენტარი.