მე-15-ე დღე და კიდევ უფრო მასშტაბური პროტესტი | რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

გამოქვეყნდა:

მე-15-ე დღე და კიდევ უფრო მასშტაბური პროტესტი. ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. 

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არალეგიტიმური ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას და ქვეყნის გარუსების მცდელობას სხვა და სხვა ლოკაციაზე აპროტესტებენ

ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას დაემატა კიდევ ერთი. პროტესტის  მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ პოლიტპატიმრებსაც და დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას  მოითხოვენ. ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილი და ისევ პროტესტის მონაწილეებით არის სავსე

პროტესტს უერთდებიან საინფორმაციო ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანები. ორდღიანი გაფიცვის შემდეგ, პროგრამისტები, დეველოპერები და აიტიში დასაქმებული სხვა პირები დღეს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივიდნენ საკანონმდებლო ორგანოსთან. 

ქუჩაში გამოვიდნენ დღეს ექიმებიც. მედიკოსებმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად საპროტესტო აქცია სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში გამართეს. ექიმების მოთხოვნა სხვა სფეროში დასაქმებული პროფესიონალების მსგავსად უცვლელია: ახალი არჩევნები ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად და პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ადამიანების, მათ შორის ექიმების გათავისუფლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი