როგორ გაიტაცეს ვატო ბჟალავა? | კადრები აბაშიძის ქუჩიდან და ოლიგარქის პოლიციის უკანონო ქმედებები

გამოქვეყნდა:

33 წლის ვატო ბჟალავას დაკავების კადრებში კარგად ჩანს, რომ რონდელის ფონდის ახალგაზრდა მკვლევარი , რომელიც ეზოში ძაღლს ასეირნებდა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ორმა პოლიციელმა მანქანაში ჩასვა. ბჟალავას ოჯახის წევრებს ძაღლი ხეზე მიბმული დახვდათ. როგორც ირკვევა, არც დარეკვის და არც ძაღლის სახლში აყვანის უფლება მკვლევარს არ მისცეს. გატაცებულ ვატო ბჟალავას ახლობლები და კოლეგები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

წინა დღეს ვატო ბჟალავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.  დაკითხული მოქალაქეების უმეტესობის მსგავსად , ბჟალავაც „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა“ და „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. 

ბოლო დღეებია აქციის აქტიურ მონაწილეებს შსს უსაფუძვლო, ხშირად მოგონილი - ერთი და იგივე ბრალდებით აკავებს. ასე მოხდა 10 დეკემბერს გიორგი ნადარაიას შემთხვევაშიც. ის კრიმინალურმა პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა შეყვარებულთან ერთად მაკდონალდსიდან ბრუნდებოდა.

ახალგაზრდა სპორტსმენი იხსენებს, რომ მისი უსაფუძვლო და უკანონო დაკავების შემდეგ ტერორი განყოფილებაში გაგრძელდა.  გიორგი ნადარაია გვიყვება, რომ კანონდარღვევით მოხდა ოქმის შედგენაც.

უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილმა სამართალი ვერც სასამართლოში იპოვა. 

ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში დაკავებული და გამოკითხულია 500-ზე მეტი ადამიანი, 300 მათგანი ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი