"რაც თბილისის ქუჩებში ხდება [ძალოვნების მხრიდან] ომის კანონების დარღვევაა” | გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე

გამოქვეყნდა:

“პიროტექნიკის სროლა კი არა... მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს რომ გესვრის, ტყვედ თუ ჩაიგდე, მაგის ცემის და დამცირების უფლება არ გაქვს. რაც თბილისის ქუჩებში ხდება ომის კანონების დარღვევაა”, – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე "ბათუმელებთან" ინტერვიუში. 

“2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ ცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს, ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს და ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. 
რაც ახლა ხდება, ეს არის არაპროფესიონალიზმიც და დაბალი მორალური მდგომარეობა, გაბოროტება, დისციპლინის არარსებობა… თუ ამას აკეთებს პოლიციელი თავისი ნებით – ეს უდისციპლინობაა, თუ ზემდგომის ბრძანებით – ეს დაბალი მორალის და შიშის მაჩვენებელია, ვინაიდან მათ აქვთ კანონიერი უფლება არ შეასრულონ ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონებს.” ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი