"ელჩთან მოვიტანეთ მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები" | აქცია უნგრეთის საელჩოსთან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისში უნგრეთის საელჩოსთან ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც  სხვადასხვა დროს უნგრეთში  ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ უნგრეთის დიპლომატიურ წარმომადგენელს, დაგმოს არალეგიტიმური ხელისუფლების სასტიკი ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

შეკრებილებს საელჩოს შენობასთან მიტანილი აქვთ საპროტესტო აქციების დროს უმოწყალოდ ნაცემი მოქალაქეების და უკანონოდ დაკავებულების ფოტოები.

"კარგად ვიცნობთ უნგრელ ხალხს და უნგრელი ხალხი არ უჭერს მხარს ძალადობას და წამებას და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორბანმა და უნგრეთის ხელისუფლებამ. მოვიტანეთ მტკიცებულებები, წერილები, დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, როგორ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ექვემდებარებიან ადამიანები საქართველოში. აუცილებელია, რომ ორბანის ხელისუფლებამ და უნგრეთის ხალხმა ამის შესახებ იცოდეს და გაითვალისწინონ ეს, იმიტომ, რომ უნგრეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სანქციებს ბლოკავს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე" - ამბობს უფლებადამცველი ბაია პატარაია.   

ავტორი: მარიამ ელიბაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი