"ტექნოლოგიების გამოყენებით მოიპარეს არჩევნები და ეს კიდევ უფრო მძაფრია ჩვენი სფეროსთვის" | IT სფეროს პროტესტის მეორე დღე

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებების გასაპროტესტებლად და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით საინფორმაციო ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანები ქუჩაში დღესაც  გამოდიან. პროგრამისტები, დეველოპერები და აიტიში დასაქმებული სხვა ადამიანები უკვე მეორე დღეა  გაფიცულები არიან. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ:

"ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, რომელიც ხელისუფლებამ ტექნოლოგიების გამოყენებით მოიპარა და ეს კიდევ უფრო მძაფრია ჩვენი სფეროსთვის იმიტომ, რომ ამ მოქმედებამ დაღი დაასვა ტექნოლოგიურ სიახლეებს არჩევნები და ეს გამოსასწორებელია. ვაპროტესტებთ პროტესტის ჩახშობის ტერორს მოსახლეობაში" - ამბობს აქციის მონაწილე იმედა კლდიაშვილი. 

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ პოლიტპატიმრებსაც და საპროტესტო გამოსვლებზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას  ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი