"ვისმენთ არაერთ უტიფარ ტყუილს, მათ შორის, ნიკა გვარამიას ხელფასთან დაკავშირებით" | "მთავარი არხის" იურისტის პასუხი ქურდაძის ბრალდებებს

გამოქვეყნდა:

ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გოგი ქურდაძე ამტკიცებს, რომ დოკუმენტებით უპასუხებს ყველას, თუმცა ის ამ დრომდე არ მოდის ტელეკომპანიაში და არ ხვდება თანამშრომლებს. 

ქურდაძე თვეების განმავლობაში აგროვებდა "მთავარი არხის" და პარტნიორების ფინანსურ საბუთებს, ოქტომბერში კი მთელი დოკუმენტაცია ეროვნული ბანკის გავლით, ფაქტობრივად,  პირდაპირ "ქართულ ოცნებას", პროკურატურას და სახელისუფლებო მედიებს გადასცა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოქუაშვილსა და ივანიშვილს შორის არსებულ კავშირს. 

ახლა დირექტორმა ქურდაძემ თვითონ დაიწყო კომპანიის კონფიდენციალური დოკუმენტებისა და მიმოწერების გასაჯაროება, ოღონდ შერჩევით და თანდართული ტყუილებით. 

"მთავარი არხის" იურიდიული დირექტორი აცხადებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ზაზა ოქუაშვილთან მსგავსი ბინძური მეთოდებით შეპასუხებას.

"ჩვენ ვისმენთ მათი მხრიდან გაჟღერებულ არაერთ უტიფარ ტყუილს, მათ შორის, ნიკა გვარამიას ხელფასთან დაკავშირებით, რომელიც საერთოდ შესაბამისობაში არ არის რეალობასთან და მტკნარი სიცრუეა. გუშინ ქურდაძის კიდევ ერთი მტკნარი სიცრუე გავრცელდა, თითქოსდა სადაზღვეოს ვალი დაგროვილი დიდი ხნის განმავლობაში, მთავარი არხი საერთოდ არ იხდიდა სადაზღვევო თანხებს და მისი ბრალეულობა არ იკვეთება იმაში, რომ თანამშრომლებს შეუწყდათ ჯანმრთელობის დაზღვევა. სინამდვილეში, ჩვენ  ბევრი კონტრაქტორის მიმართ გვაქვს დავალიანება, თუმცა მათთან პარტნიორული დამოკიდებულებით შევძელით ის, რომ ტელეკომპანია ფუნქციონირებს" . ამბობს დიტო საძაგლიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი