ოლიგარქის სასამართლომ მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მას  2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე და ის გაამართლა, თუმცა, სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე.

სასამართლოს გიორგი ნაკაშიძის მხარდასაჭერად ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანები. სასამართლოში მივიდა  რეჟისორი ქეთი დოლიძეც.

გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი