ძალოვნების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე, ოლიგარქის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ავთანდილ ტიტვინიძე, რომელსაც დაკავების შემდეგ სცემეს და კლინიკაში გადაიყვანეს, ოლიგარქის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

ტიტვინიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ოს პოლიციელის მითითებას დაემორჩილა, სპეცრაზმელები დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, ჩამტვრეული აქვს ძვლები და აქვს ტვინის შერყევა.

[ფოტო: IPN]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი