ქართული სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს ერთობლივი წერილით მიმართავს. მესამე სექტორის წარმომადგენლები 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში სიტყვით გამოსვლას ითხოვენ.
წერილს X-ზე "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
წერილში ნათქვამია, რომ საზოგადოება ითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნების" წევრების დასანქცირებას, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება და ხელახალ არჩევნებს.