"გუშინ მზად ვიყავი ცემისთვის, საავადმყოფოში მოხვედრისთვის და სიკვდილისთვისაც; ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია" | ექიმი რამაზ ზოსიაშვილი

გამოქვეყნდა:

კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი, რომელიც აქციიდან წასვლის შემდეგ, გუშინ, საპატრულო პოლიციის სამმა ეკიპაჟმა ორთაჭალაში გააჩერა, გაჩხრიკა და განყოფილებაში გადაიყვანა, დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციას ესწრება. სამედიცინო საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებსა და "ოცნების" მხრიდან, ევროინტეგრაციაზე უარს აპროტესტებს.

ექიმი ამბობს, რომ მისთვის განყოფილებაში გადაყვანის მიზეზი არ განუმარტავთ:

"მე მაინც ფსიქოლოგიურად მზად ვარ ყველაფრისთვის, გუშინ მზად ვიყავი ცემისთვის, საავადმყოფოში მოხვედრისთვის და მზად ვიყავი სიკვდილისთვის იმიტომ, რომ ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია უკვე. ნამდვილად მინდა მოვუწოდო საზოგადოებას - ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას და ხვალ შეიძლება გავიღვიძოთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო აღარ ერქმევა" ამბობს რამაზ ზოსიაშვილი "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.  

კარდიოლოგი გუშინვე, ხელწერილით გაათავისუფლეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი