პარლამენტის არალეგიტიმურმა თავმჯდომარე პაპუაშვილმა, შაბათს, არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევნების დროს, მედიას სპეციალური აკრედიტაციისთვის მიმართვა მოსთხოვა. პაპუაშვილისთვის აკრედიტაციის მოთხოვნა, პრაქტიკულად თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ნიშნავს.
მთავარი არხის საპარლამენტო ჟურნალისტმა ნინი ბალანჩივაძემ კი პროტესტი მსგავსი ფორმით გამოხატა და არალეგიტიმურ თავმჯდომარე პაპუაშვილს მისწერა:
"საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ საერთაშორისო პარტნიორები, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, არც მე. შესაბამისად, ვერ მოგმართავთ თხოვნით" - წერს ნინი ბალანჩივაძე წერილში.
როგორც შალვა პაპუაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 14 დეკემბერს "საპრეზიდენტო არჩევნების" გაშუქებისთვის მედია სპეციალური აკრედიტაციით დაიშვება.