საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა) –კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით," - წერია განცხადებაში.