საპროტესტო აქციებს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს | IPM კვლევები

გამოქვეყნდა:

IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, საპროტესტო აქციებს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს. 28% მხარს არ უჭერს, ხოლო 7%-მა არ იცის ან უარს ამბობს, შესაბამის კითხვაზე პასუხი გაცემაზე.

აღსანიშნავია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია, მათგან აქციებს 76% უჭერს მხარს.

35-54 წლის ასაკობრივ ჭრილში აქციების მხარდაჭერა 60%-ია, ხოლო 55 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 58%.

IPM კვლევებმა სატელეფონო გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით, 3-12 დეკემბრის ინტერვალში ჩაატარა. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი