მოქალაქეების ინფორმაციით, რიკოთზე მოძრაობა შეფერხებულია

გამოქვეყნდა:

დიდთოვლობის გამო, რიკოთის საავტომობილო უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია. მოქალაქეები იტყობინებიან, რომ რამდენიმე საათია მოძრაობა ფაქტობრივად გაჩერებულია და წარმოქმნილია საცობები.

"ძლიერი თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი