დღეს, 14 დეკემბერს, უწყვეტი პროტესტის მე-17-ე დღეს, დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი. სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები, აქცია-მსვლელობებს აანონსებენ.
ჩამონათვალი ასეთია:
- 07:00 საათი - მსვლელობა ფილარმონიიდან - "გაიღვიძე საქართველო!";
- 08:30 საათი - თსუ-ს პირველი კორპუსი დან - თსუ-ს საპროტესტო მარში!;
- 09:00 საათი - პარლამენტი - "ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს!";
- 12:00 საათი - რესპუბლიკის მოედნიდან - გარემოს დამცველთა მარში;
- 13:00 საათი - რუსთაველის მეტროდან - "ჩემი შვილია, ხელი გაუშვით";
- 13:00 საათი - მარში ვაკის პარკიდან - "დიზაინერები საქართველოსთვის";
- 14:00 საათი - ეგნატე ნინოშვილის 55 (საქსტატის შენობასთან) - "ერთად გავაპროტესტოთ მოპარული სტატისტიკა";
- 15:00 საათი - ფილარმონია - "მთა თავისუფლებისთვის";
- 16:00 საათი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისიდან - სპორტის წარმომადგენლების მარში.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს პარლამენტში ე.წ. ხმოსნები უნდა შეიკრიბონ და მიხეილ ყაველაშვილი, არალეგიტიმურად, საქართველოს პრეზიდენტად აირჩიონ.