ბათუმში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, სხვადასხვა ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა. დაზიანდა კორპუსის ეზოში გაჩერებულ ავტომობილებიც.
ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოქალაქეები ზარალის ანაზღაურებას და სახურავების აღდგენას ითხოვენ.
ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ცალკეულ უბნებში მწვანე ნარგავებიც დაზიანდა, ასევე ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოიგლიჯა, დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
ფოტო: IPN