რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან. მობილიზებულია ნიღბიანი პოლიციაც. თავისუფლების მოედანზე კი წყლის ჭავლის მანქანები ჩააყენეს. ჯებირებია აღმართული კალაძის ნაძვის ხის წინ, რომლის ანთებასაც მერი დღეს, საღამოს 7 საათზე გეგმავს.
არალეგიტიმური პარლამენტი არალეგიტიმური პრეზიდენტის ასარჩევად ემზადება. პროცესი დილის 9 საათიდან დაიწყება და 14 საათამდე გაგრძელდება.
დილის 9 საათიდან საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილია აქცია "ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს!". პარალელურად, მსვლელობა იმართება ფილარმონიის შენობიდან, სადაც სტუდენტები დილის 7 საათიდან შეიკრიბნენ.