ოცნებას საქართველო მიჰყავს რუსეთის ტრაექტორიით... მტერი უკვე რუსთაველზეა | პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე

გამოქვეყნდა:

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გამოცემა "ბათუმელებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ არალეგიტიმურ მთავრობას საქართველო რუსეთის ტრაექტორიით მიჰყავს.

მისივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალების 80% "ოცნების" მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, ამიტომ არც "ოცნება" ენდობა მათ:

"მე დღეს მაჯავრებს ამ ხალხის ბედი, რადგან ხვალ, ან ზეგ, როდესაც უკვე შეცვლილი იქნება „ქართული ოცნება“, ხომ იქნება შეკითხვა: ამ ხალხს, ოფიცრებს, ბიძინას და მისი ბანდის შეეშინდა და რუსეთმა რომ რაკეტებით შემოგვიტიოს, სად გაიქცევიანო? დღესაც ბევრი მეკითხება ამას უკვე და მიჭირს პასუხის გაცემა. არც ის ვიცი, თქვენ რა გიპასუხოთ. ფაქტია, რომ დღეს გადაწყვეტილება თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს: რუსეთი მტერია, მოვიდა და თავზე დაგვაჯდა. ამ დროს პირიქით – სწორია მინიმუმ რამდენიმე გენერალი გამოვიდეს და თქვას პოზიცია, მაგრამ დაშინებული არიან…

ახლა 2 წლის ბავშვიც კი ხვდება, რომ ხელისუფლებას საქართველო მიჰყავს რუსეთის ტრაექტორიით, ჩვენი, ყველას ფიცი კი ისაა, რომ ვებრძოლოთ მტერს სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე. მტერი უკვე რუსთაველზეა. საქართველო მარტო ტერიტორიაა? პირველ რიგში, საქართველო მოსახლეობაა. მე ვერ ვიტყვი, რა უნდა გააკეთონ სამხედროებმა, მაგრამ ადრე თუ გვიან, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ...

მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ხალხს [ოფიცრებს, გენერლებს]. იმედს ვიტოვებ, კრიტიკულ მომენტში არ დადგებიან "ქართული ოცნების" გვერდით, არ გამოვლენ და არ დაარბევენ მოსახლეობას. ისინი თუ ამ უკანონო ბრძანებას შეასრულებენ, დაიღუპავენ საკუთარ თავს. მე მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ თავდაცვის ძალების 80 % არის კრიტიკულად განწყობილი "ქართული ოცნების" მიმართ. ამიტომაცაა, რომ "ოცნებას" არ აქვს ნდობა მათ მიმართ," - ამბობს პოლკოვნიკი.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი