
ფილარმონიასთან ამ წუთებში კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს - "მთა თავისუფლებისთვის". შეკრებილები ითხოვენ ახალ არჩევნებს , არ აღიარებენ არალეგიტიმურ ხელისუფლებასა და მის მიერ დღეს დანიშნულ ე.წ. პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს. ექსტრემალური სპორტისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნისკენ მსვლელობას გამართავენ.